აჭარაში დიდთოვლობაა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს.
იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.