ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობაც. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
BBC-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აიოვას შტატში, სადაც უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს ცივი ციკლონი მოჰყვება, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს.
უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი.