215 დაღუპული, 577 დაშავებული და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგული - ასეთია პირველ იანვარს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის ბოლო შედეგები.
ქვეყანაში, მიწისძვრების სერიამ სახლები დაანგრია, დაზიანებული და ჩაკეტილია გზები. ყველაზე მეტად ქალაქი სუზუ სიტი დაზარალდა. მეწყერმა და თოვლმა ქალაქში გადაადგილება შეზღუდა.