ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. ინფორმაციას შტატების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს "ჰუსიტების" სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რადგან მათ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.