25 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გაეროს სპიკერის განცხადებით, წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას

ჰუსიტების წინააღმდეგ მიმართული საჰაერო დარტყმების გამო გაერო შეშფოთებულია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერი აცხადებს, რომ წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე კი უარყოფით გავლენას ახდენს.

სტეფან დუჟარიკის თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. დოკუმენტი ითხოვს, რომ "ჰუსიტებმა" დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე.

 

დღის ამბები