სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. გერმანიაში მიმდინარე ტურნირზე საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში დამარცხდა.
ნაკრები ჯგუფში კიდევ 2 მატჩს გამართავს. საქართველოს და ნიდერლანდების შეხვედრას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი