25 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ხატის შეურაცხყოფა, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმაა - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენოს - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა და, მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიცია" პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ თემის გამოყენებას ცდილობს:

"ხატის შეურაცხყოფა, არის, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმა. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის წამოსული ამ თემის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის. როდესაც ადამიანს შეუძლია რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა და ამაზე არ აგებს სერიოზულ პასუხს, რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სერიოზული იარაღი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება - საფუძველი სამებაში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა.

დღის ამბები