25 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა, არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება არავის მივცეთ - ანრი ოხანაშვილი

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში - "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, მსგავს ფაქტებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესების გამოწვევა შეუძლია და აუცილებელია არსებობდეს კანონი, რომელსაც პრევენციული ხასიათი ექნება.

"ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველა კონფესიისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა. ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებსა და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი.

ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება. უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ამ ცვლილებებს, რითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება - საფუძველი სამებაში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა.

დღის ამბები