დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტი წითელ ზღავში მიმდინარე პროცესებს დაემთხვა - ცნობილი გახდა, რომ რიში სუნაკმა, უკრაინის მხარდასაჭერად, ორ-ნახევარი მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო.
როგორც სუნაკი აცხადებს, ორი წელია, უკრაინა დიდი გამბედაობით ებრძვის რუსულ აგრესიას, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინელები მყარად დგანან თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების მხარეს.
"მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავადასტურო, ბრიტანეთი მტკიცედ იდგება უკრაინის გვერდით, ყველაზე რთულ და ბნელ მომენტში", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.
დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკი.