25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა - "კურიერის" ინფორმაციით, მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა" - წერს გიორგი კეკელიძე.

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს. 

დღის ამბები