საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი, რომელმაც ხატი სამების საკათედრო ტაძარს შესწირა.
"ვიზიარებთ და ჩვენთვის მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. თუ იქნება ეკლესიის მხრიდან ის პოზიცია, რომ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა ამ პატარა ეპიზოდში, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს და ის იმედია დაგვთანხმდება ამ ცვლილების შეტანაზე. ტყუილია, თითქოს ამ პატარა ეპიზოდში სტალინი დადებით პერსონაჟად იყო გამოყვანილი.
წარმოჩენილი იყოს სტალინი როგორც უღმერთო ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მივიდა წმინდანთან და ღმერთის დიდების და ყოვლისშემძლეობის მაგალითი იყო ეს," - აცხადებს
საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ ზოგადად ხატზე შესაძლოა დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, თვით წმინდანის მწამებლებიც კი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
აქვე განმარტებულია ისიც, რომ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში - არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერაც, რომელმაც ის წმინდანად შერაცხა. აქედან გამომდინარე აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.