საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისში კიდევ 23 ოჯახს გადაეცა. სამგორის რაიონში მცხოვრებლებს კახა კალაძე შეხვდა.
საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.