ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა ეპიდვითარება გაამწვავა. ჯანმოს ცნობით, მხოლოდ ერთ თვეში, მსოფლიოში კორონავირუსით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანმოს ინფორმაციითვე, საავადმყოფოებში მიმართვიანობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა.
ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.