25 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი - გიორგი ამილახვარი

"მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში," - ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სამებაში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა.

მისივე თქმით, ინციდენტში დამნაშავეს საზოგადოებამ გასცა პასუხი.

"არახალია, როდესაც ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და საფუძვლები… თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები