"ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა, პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
საუბარია პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკის დაკავებაზე. ისინი, რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს.
"კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით - პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში - ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს ამ თემაზე. სწორედ იქ არის წარმოდგენილი ანალიზი. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე კონკრეტულ, ცალკეულ შემთხვევებს", - აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.