25 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები