25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის გაერთიანების ცენტრის შექმნაზე - როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა ასეთი სიმძიმის ცენტრი არ აქვთ?

"ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი," - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება "ქართულ ოცნების" დამარცხების ფორმულა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია.

"როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი? რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი "ნაციონალური მოძრაობის" განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი, რეალურად, ერთი ჯგუფია. უბრალოდ, სიმძიმის ცენტრი არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ და არც იკვეთება, რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები