309 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ.15-მა დეპუტატმა კანონპროექტზე მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
უკრაინული მედია წერს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია უკრაინაში ლობირების სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.
"შესაბამისი კანონის მიღება ევროკომისიის ოთხი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ მარტამდე უნდა დაასრულოს", - წერს უკრაინული მედია.
კანონპროექტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრება:
ლობირების ტერმინოლოგია;
ლობირების სუბიექტების უფლებები და მოვალეობები;
გავლენის მეთოდები;
ლობირების სუბიექტების ეთიკური ქცევის წესები;
გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა, რომლის მფლობელი და ადმინისტრატორია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო;
გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის პროცედურა და მისგან გამონაკლისები;
წვდომა გამჭვირვალობის რეესტრში;
ლობირების სუბიექტის ანგარიშგება, რომელიც შეტანილია გამჭვირვალობის რეესტრში;
ლობისტური სუბიექტების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები ლობირების საკითხებზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგით.