25 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, უკრაინის 15 მილიონამდე მოქალაქეს დასჭირდება

გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დასჭირდება 15 მილიონამდე მოქალაქეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. ამას გარდა, გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, საზღვარგარეთ გაქცევა აიძულა დაახლოებით 6.5 მილიონამდე უკრაინელს.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ, უკრაინას თავდასხმების ახალი ტალღა მოუტანა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება, ასევე მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა.

დღის ამბები