მსოფლიო კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი - კინოხელოვანი, რომელმაც, თავისი შექმნილი ფილმებით, საქართველოში, მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში სახელი გაითქვა. მისი უსაზღვრო ფანტაზია ეკრანზე, დამახასიათებელი ფერი და გამორჩეული ამბის თხრობა დღემდე რჩება კინოშედევრად.
პირველი ნამუშევარი "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" იყო. 20-ზე მეტი ფილმის ავტორი საბჭოთა ხელისუფლების ცენზურას ყურადღების გარეშე არ დარჩენია. ”ბროწეულის ფერი”, რომელიც პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს, ფარაჯანოვის 4-წლიანი პატიმრობის მიზეზი გახდა.
ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და ერევანში გარდაიცვალა. მას ხშირად მსოფლიო კინოჯადოქარს უწოდებენ. ამბობენ, მისი ყოველი დღე იმპროვიზებული სპექტაკლი იყო. მსოფლიო პრესა წერდა, რომ მას მხოლოდ შედევრების შექმნა შეეძლო.