25 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
ბლინკენი ნეთანიაჰუს - თავიდან აიცილეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელს აქვს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის სრული უფლება.

დღის ამბები