2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, - ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის გამოყენების დაწყებამდე", - ვკითხულობთ სტატიაში.