ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის, თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა. European Best Destinations-ის რეიტინგით, საქართველოს დედაქალაქი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორებიცაა - პრაღა, ედინბურგი, დუბროვნიკი, ბრიუსელი.
"გაატარეთ ახალ წელი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ ტრენდულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში" - წერია სტატიაში.
გამოცემის თანახმად, დედაქალაქის არქიტექტურას მრავალფეროვანი საახალწლო განათებები კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უცხოურმა გამოცემამ თბილისში მოწყობილი საშობაო ბაზრობაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მორთულ ადგილად დაასახელა.