25 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 7%-მდე და დაბალი ინფლაცია - მიხეილ დუნდუა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემაჯამებელ მონაცემებზე კომენტარები გაკეთდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებშიც. უწყებებში ითქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იყო ეკონომიკური ზრდის ტემპით. ქვეყნის შემოსავლები კი საინვესტიციო აქტივობამ, საგარეო ვაჭრობამ და ტურიზმიდან მიღებულმა ფინანსებმა განაპირობა. ყურადღება გამახვილდა ინფლაციის მაჩვენებელზეც.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განმარტებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

"გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 7%-მდე და დაბალი ინფლაცია. საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ზრდაა ამერიკულ დოლარში ეკონომიკის ზრდის. მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით, სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით და პროგნოზებით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, მიმდინარე ფასებში, 10%-ზე მაღალი მაჩვენებლით არის გაზრდილი. ასევე, დოლარში, დაახლოებით, 20%-ზე მაღალია ზრდის მაჩვენებელი, რაც მსყიდველუნარიანი ეკონომიკის და მოსახლეობის შემოსავლების მატების თვალსაზრისით, შესანიშნავი შედეგია", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერი იყო როგორც რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორისაც.

"საქართველო იყო ერთ-ერთი ლიდერი, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა, როგორც საინვესტიციო აქტივობა ქვეყანაში, ასევე საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2023 წელს, საქართველომ შეძლო და გაცილებით უფრო სწრაფად მოთოკა ის ინფლაცია, რომელიც გლობალური გამოწვევა იყო და ფაქტობრივად, 2023 წელი, საშუალო 2.5%-იანი ინფლაციით დავასრულეთ. მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად, უმუშევრობის დონე 2023 წელს მინიმალურ დონეზე იყო ჩამოსული და 2023 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონის შემცირება გრძელდება", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები