"ჰამასთან" ერთად ისრაელის თავდაცვის ძალები აქტიურად უტევენ "ჰესბოლასააც". "ცაჰალის" ინფორმაციით, ისრაელმა მარვაჰინის რაიონში სამხედრო კომპლესი გაანადგურა. ისრაელის იერიშსს ლიბანზე "ჰეზბოლას" მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი ემსხვერპლა, - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტავილი, ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.
იბომბება ისრაელის ტერიტორიაც. ოფიციალური თელავივი ადასტურებს, რომ "ჰესბოლას" მიერ გაშვებულმა რაკეტამ, ქვეყნის ჩრდილოეთში განთავსებული ავიაბაზა დააზიანა.
სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზაში. ბოლო 24 საათში ათეულობით ტერორისტია ლიკვიდირებული. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც იზრდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ომი ახალ ფაზაში გადადის.
ომის დაწყებიდან უკვე მეოთხედ ელოდებიან ისრაელში ენტონი ბლინკენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ერთკვირიანი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. ბლინკენმა ომის შესაჩერებლად მოლაპარაკებები იორდანიასა და ყატარში უკვე გამართა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზეა ორიენტირებული.
ასობით ადამიანმა "ჰამასის" ტყვეობას თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწია. მძევლების ოჯახები ყატარს ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდებენ.
დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს "ალჯაზირას" ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვაში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ტერორისტები იყვნენ. ომის დაწყებიდან დღემდე, სამხედრო დაპირისპირებას მედიის 80-მდე წარმომადგენელი შეეწირა.
ბოლო მონაცემებით, ომში 23 000 ზე მეტი პალესტინელი და ისრაელელი დაიღუპა. მათ შორის 7000-მდე ბავშვი. საომარი მოქმედები ახლო აღმოსავლეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ავტორი: ნინო წულაია