სოციალურ ქსელში გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის პირველი კადრები ვრცელდება. "რუსთავი 2" -ის რეალითი შოუს, "პრაიმ ჰაუსის" წამყვანზე და მის მეგობარზე თავდასხმა 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე მოხდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ახალგაზრდები ნაზღაიძეს სხვადასხვა ნივთს, მათ შორის სკამს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ მას ცივი იარაღითაც ემუქრებოდნენ.
თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილი, რომელმაც გიორგი ნაზღაიძის დახმარება სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა "პრაიმ ჰაუსის" წამყვანი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა.