ვირუსული ინფექციის მატება საქართველოში - ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ვირუსების მატება ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშოც არაფერია.
სპეციალისტის თქმით, აუცილებელია მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება.
"ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა და დაიწყო მატება. მომართვიანობა გაზრდილია, დატვირთული ვართ, უპირატესად იანვრის თვიდან დაიწყო მატება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ სეზონისთვის, რომ უნდა იყოს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები და არის სხვადასხვა. ამიტომ, საჭიროა დიფერენცირება და დატესტვა. ამიტომაც არის აუცილებელი მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის აცხადებს, რომ საქართველოში ვირუსების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპები, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინებიც ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
სპეციალისტების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ძირითადად "ა" ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.