დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს. აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ტრამპმა 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს "მძევლები" უწოდა და განაცხადა, რომ მათ "ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო".
სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.