სერია A-ს მე-19 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" დიდი ანგარიშით დამარცხდა. მეტოქე "ტორინო" იყო, რომელმაც სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ქართველს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა.
"ტორინოს" რიგებში 76-ე წუთზე საბა საზონოვი შეცვლაზე შევიდა და მოედანზე დარჩენილი წუთები გაატარა. "ნაპოლი" 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს "სალერნიტანას" უმასპინძლებს.