ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ბავშვი კარგავს ერთ ან ორივე ფეხს. მრავალი ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე ტარდება, - ინფორმაციას Save the Children-ი ავრცელებს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ხაზს უსვამს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
„ამ კონფლიქტში ბავშვების ტანჯვა წარმოუდგენელია. ბავშვების მკვლელობასა და დასახიჩრებაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯეისონ ლი.
Save the Children-ის ცნობითვე, ღაზაში სამედიცინო მარაგების დეფიციტი სულ უფრო მწვავდება.