მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას ცაგერმა უმასპინძლა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. ტერიტორიაზე მოძრაობდნენ კოსტიუმირებული საახალწლო და ზღაპრის გმირები.
საახალწლო ღონისძიებაზე ცაგერში გაიმართა ნუკრი კაპანაძის, ნათია პერანიძის, მაია ჯაბუას, მანანა თოდაძეს, ლიკა დოლიძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნუცა ქირიას, ანსამბლი "ქართული ხმების"კონცერტი.
საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს პიანისტ ნინო გულიაშვილისა და "ლაიქ ბენდის" თანხლებით. ღონისძიება საახალწლო ფეიერვერკით დასრულდა.