25 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
სამწუხაროდ, დღეს რუსეთი საინფორმაციო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

"სამწუხაროდ, დღეს რუსეთი საინფორმაციო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს. მე ვსაუბრობ არა უკრაინაზე, არამედ სოციალურ მედიაზე ყველგან, ცივილიზებულ სამყაროში - ევროპაში, შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთში, აფრიკის კონტინენტსა და ლათინური ამერიკაში. რუსეთი უამრავ ფულს დებს სხვა ქვეყნების სხვადასხვა მედიაში, ასევე - სოციალურ ქსელებში", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, პროფესიონალ ჟურნალისტთა მოვალეობაა, გამოავლინონ დეზინფორმაცია და რუსული ნარატივი არ წარმოაჩინონ, როგორც რეალობა.

ამასთან, ზელენსკი ხაზს უსვამს თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების როლს, რათა რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს. 

 

დღის ამბები