25 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
უკრაინა თვეში, ომში დაღუპულ და მძიმედ დაჭრილ 30 000 ადამიანს კარგავს - უკრაინის ყოფილი გენპროკურორი იური ლუცენკო

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და შს მინისტრმა იური ლუცენკომ, ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხრიდან ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგების შესახებ ისაუბრა.

"უკრაინა თვეში, ომში დაღუპულ და მძიმედ დაჭრილ 30 000 ადამიანს კარგავს" - განაცხადა უკრაინის ყოფილმა გენპროკურორმა და შს მინისტრმა უკრაინულ არხზე Pryamoy TV.

ცნობისთვის, 683-ე დღეა, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მიმდინარეობს. 

დღის ამბები