ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა - "ალილო"მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება.
ალილოს მონაწილეებს პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დახვდნენ და ნობათი გადასცეს.