მცხეთაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ.
მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს, ხოლო 6 საათიდან კი მსმენელის განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ. საღამო ჯგუფ "მგზავრების" კონცერტით დასრულდება.