წმიდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
მეუფე თეოდორემ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა. ლიტურგიის დაწყებამდე საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
წირვაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.