25 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც - ირაკლი კობახიძე

ბატონმა ბიძინამ თავად განმარტა თავის სიტყვაში თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში და მისი გზავნილები ძალიან კარგად იცით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, 2024 წელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.

"ბატონმა ბიძინამ თავად განმარტა თავის სიტყვაში თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში და მისი გზავნილები ძალიან კარგად იცით.

2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა ამ წლის განმავლობაში. იქნება მნიშვნელოვანი წელი მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება ქვეყანას წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები