25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული როლი, როგორც მაკონსოლიდერებელი, როგორც "ქართული ოცნების" გუნდისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის - შალვა პაპუაშვილი

რა გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას. ამ საკითხზე მმართველი პარტიის ლიდერებმა კომენტარი, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, რთული გეოპოლიტიკური გამოწვევებით სავსე გარემოში, პარტიის დამფუძნებლის კიდევ ერთხელ, პოლიტიკაში შემოსვლა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოების კონსოლიდირების წინაპირობა იქნება.

"ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული როლი, როგორც მაკონსოლიდერებელი, როგორც "ქართული ოცნების" გუნდისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს იქნება განსაკუთრებული როლი მისი პოლიტიკაში.

2024 წელი, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული არჩევნებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ იქნება ძალიან ტურბულენტური და საფრთხეებით და რისკებით სავსე იქნება. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ ციხე შიგნიდან გაეტეხა და ყველანაიარად რღვევა გამოეწვია სახელმწიფოსი, სახელმწიფო ინსტიტუტებს უთხრიან ძირს, საქართველოს რეპუტაციას და ეს გაძლიერდება ჩემი აზრით. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის როლი როგორც მაკონსოლიდირებელი ფიგურის", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები