25 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევები იზრდება - როგორია ექიმების რეკომენდაცია

სეზონური გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა, ბოლო ორი კვირაა, რაც გახშირდა. პაციენტების უმრავლესობა ბავშვია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის, ყველაზე მეტად გავრცელებულ - "ა" ტიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა, გამოხატული სისუსტე, თავისა და სახსრები ტკივილი ახასიათებს. ექიმების განმარტებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგან ზამთრის სეზონთან ერთად, გრიპის შემთხვევები იმატებს.

ექიმების პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი შესაძლებელია, რომ იანვრის ბოლომდე გამოვლინდეს. სპეციალისტების თქმით, გართულებების პრევენციისთვის, მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

რისკ ჯგუფში ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები შედიან. 

როგორც ექიმები არნიშნავენ, ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ექიმები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გრიპის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული გართულებების საფრთხე არ არსებობს.

ავტორი: რევაზ დიდბერაშვილი

დღის ამბები