25 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევები იზრდება - ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად "ა" ტიპის ვირუსია გავრცელებული.

მედიკოსების თქმით, რისკ ჯგუფში ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. სპეციალისტების თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობის რაოდენობა.  

ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

"ერთდროულად ცირკულირებს რამდენიმე ტიპის ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსი. ორი ძირითადი სიმპტომია როგორც გრიპის, ისე სხვა ძირითადი ვირუსების დროს - ეს არის მაღალი ცხელება და მაღალ ცხელებას საკმაოდ ხშირად ერთვის ხოლმე ხველა. თუ ვიცით რომ ცხელებას იტანს ბავშვი და არ აქვს მას ფებრილური გულყრა, ან სხვა რაიმე ნევროლოგიური დაზიანებები, საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ 39 გრადუსამდე მას სიცხის დამწევიც მივცეთ. მთავარია რომ სითხეებით დავტვირთოთ," - ამბობს პედიატრი, თემურ მიქელაძე.

 

 

 

დღის ამბები