საზეიმო განწყობაა საგარეჯოში, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გრძელდება.
საშობაო სოფელში, ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი მიმდინარეობს. მანამდე კი, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეში, იყო თეატრალური სანახაობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ ანიმატორები, ელფები და პატარებისთვის ყველაზე საყვარელი თოვლის პაპა.