ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა.
"მოხარული ვარ ლიბანში დაბრუნდებით, რათა ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა გამოვხატო. ლიბანსა და რეგიონზე ღაზას ომის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან შეხვედრებს გავმართავ", - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ლიბანის პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრსა და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს შეხვდება.