25 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
საერთო მომავალი ევროპაში ნიშნავს, უკრაინას ევროპის გულში - ბელგიის პრემიერ-მინისტრი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ღია მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და საჯაროდ გამოხატავს ევროკავშირის გაფართოების ინიციატივას.

მისი თქმით, უკრაინა ევროპის გულია, ევროპელი ხალხი კი დასავლური ღირებულებების, დემოკრატიზმის დაცვას და უსაფრთხოების გარანტიას ელოდება. ეს განცხადება ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის როტაციული პრეზიდენტობის ვადის დაწყებისას, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს. ისინი ევროკავშირს უყურებენ მკაფიო მოლოდინებით, თავიანთი დაცვის მოლოდინებით, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით, საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით. საერთო მომავალი აქ, ევროპაში ნიშნავს ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში", – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე დე კროომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ უფრო ძლიერი დემოკრატიისა და უკრაინის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაზრდით. ბელგია ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება.

 

დღის ამბები