დედაქალაქსა და რეგიონებში "ახალი წლის დღეები" გრძელდება. დღეს, საახალწლო ღონისძიებებს ლენტეხმა და ქედამ უმასპინძლა. საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, თეატრალიზებული მსვლელობები - ღონისძიებები გალა-კონცერტებით დასრულდა.
საახალწლო დღეები უკვე იზეიმეს ჭიათურაში, ყვარელში, ბორჯომსა და ზუგდიდში. ოთხივე მუნიციპალიტეტში მოეწყო საახალწლო ბაზრობა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. საახალწლო პროგრამა სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც გალა- კონცერტებით დასრულდა.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.