ორბელიანის მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. იმართება ადგილობრივი მეწარმეების ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია კვების ობიექტები, ატრაქციონები.
ზღაპრის გმირები და ელფები თოვლის ბაბუასთან ერთად, სტუმრების საახალწლო განწყობაზე ზრუნავენ.
დღის ბოლოს, კონცერტი გაიმართება. საშობაო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.