ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი ქვეყნის დატოვებას მოპარული ძვირფასეულობით ცდილობდნენ. ამოღებულია ოქროსა და ვერცხლის 190 სხვადასხვა ნაკეთობა, ოქროს 2 მონეტა, როლექსის საათი და 6 ათასი ევრო. დაკავებულები არიან 32 წლის და 36 წლის მოქალაქეები. მიმდინარეობს გამოძიება.