25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
"მთელი ავადობის 25% ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს, სტაციონარში" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი

ახალი წლიდან ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. ბოლო ერთი კვირაა მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. მოზარდების ნაწილი კლინიკებში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად, ცირკულირებს A ტიპის ვირუსები. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

"ძირითადი ჩივილები, რაც ამჟამად არის, ეს არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე. ვირუსების ძალიან ფართო სპექტრია ახლა გავრცელებული, თუმცა მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. მაგალითად, ამ წუთში, გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. აუცილებელია, რომ როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები - მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით," - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, პაციენტები, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენს კლინიკაში და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომებით მომართვიანობა ნამდვილად გაიზარდა. სიმპტომებია, ძირითადად, მაღალი ცხელება, ხველა და ბავშვები, ვინც სტაციონარში მკურნალობენ, ძირითადად, არიან 5 წლამდე ასაკის. ჩვენთან მკურნალობს, დაახლოებით, 40-მდე პაციენტი.

ვირუსის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სიმპტომატიკა. განსაკუთრებით, მცირეწლოვნები უმჯობესია, იყვნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ," - აცხადებს სოფიო ცერცვაძე.

დღის ამბები