4 წლის ნუცა გაგნიძეს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება - ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ექიმებმა ნუცას მარტოხელა დედას მხოლოდ 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში ნუცას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
ექიმების თქმით, აღნიშნულ დაავადებაზე ოპერაცია მხოლოდ 2 ქვეყანაში - ამერიკასა და გერმანიაში კეთდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ნუცას აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვას საჭიროებს, თუმცა ამ მომენტისთვის, ნუცას ასაკი ოპერაციასთან შეუსაბამოა, ამიტომ პატარა ნუცა დაბადებიდან მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნუცას მამა და ბიძა ნიკა და თორნიკე გაგნიძეები (ანსამბლ "ძირიანის" წევრები) 2 წლის წინ რაჭაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ნუცას დედა, 29 წლის სალომე ქოჩლაძე 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა დარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი
GE36BG0000000469369000
მიმღები: სალომე ქოჩლაძე
ლიბერთი ბანკი
GE19LB0711189587982000
მიმღები: გვანცა ქოჩლაძე
თიბისი ბანკი
GE64TB7429845061600004
მიმღები: ლია თაბუკაშვილი