დედაქალაქში საახალწლო განწყობაა. საშობაო სოფელში მისული სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გუშინ კონცერტით დასრულდა.
მსმენელის წინაშე ქართველი ბენდები წარდგნენ. შესრულდა მსმენელისთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერები, რის მერეც ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა.
ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში საშობაო სოფლები სტუმრებს 7 იანვრამდე ელოდება.