ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. შემთხვევა ჯავის პროვინციაში მოხდა.
ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.